Wednesday, December 2, 2009

სიკორსკი საქართველოს აკრიტიკებს

სტატია პოლონური გაზეთიდან "გაზეტა ვიბორჩა" (Gazeta Wyborcza), რომელიც ამა წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

სიკორსკი საქართველოს აკრიტიკებს

მარჩინ ბოსაცკი, ვოშინგტონი, 04.11.09.

ფრთხილად უნდა იყო, როდესაც რუს სამხედროებს ესვრი, განსაკუთრებით როდესაც 200 დივიზია ყავს, განსაკუთრებით ქართველები - ოთხი ბრიგადით- განაცხადა საგარეოო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ვოშინგტონში

პოლონეთის პირველმა დიპლომატმა, ორშაბათს მონაწილეობა მიიღო დებატებში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც პრესტიჟულ ბრუკინგსის (Brookings) ინსტიტუტში გაიმართა. მის გარდა მომხსენებლებს შორის იყვნენ ამ პროექტის სხვა თანაავტორებიც - შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი(Carl Bildt) და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი (Benita Ferrero-Waldner).
ამერიკელების შეკითხვაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში თუ შეეცდებოდნენ არ მომხდარიყო საქართველოს დაშლა რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ომის შემდეგ. სიკორსკიმ, ბილდტმა და ფერერო-ვალდნერმა უპასუხეს, რომ პარტნიორობა სხვა გარემოებებითაა განპირობებული: აღმოსავლეთ მეზობლებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებით, მათთან თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით და დემოკრატიის მშენებლობაში დახმარების გაწევით.
სიკორსკიმ საკმაოდ მწვავე კომენტარი გააკეთა საქართველოზე. მან ხაზი გაუსვა, რომ იგი ეთანხმება 2008 აგვისტოს ომზე ევროკავშირის ბოლო მოხსენებას, რომ „პრეზიდენტი სააკაშვილი პროვოცირებულ იქნა“ რუსების მიერ, „მაგრამ თავადაც მისცა პროვოცირების საშუალება“. და აქვე დაამატა: - დიპლომატია ვერ მოგვცემს მას, რაც ომის შედეგათ იქნა დაკარგული. აფხაზეთის და ოსეთის გაკვეთილიდან ვისწავლეთ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა რუს სამხედროებს ესვრიან, როცა 200 დივიზია ყავს, განსაკუთრებით ქართველები - ოთხი ბრიგადით.
პოლონეთის პირველმა დიპლომატმა დაამატა, რომ „ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ გაიგო, რომ თუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას“. განმარტა, რომ უკრაინა არც ისე ძალიანაა დაინტერესებული პოსტულატებით, რომლებიც ზაფხულში გერმანიის მთავრობამ ჩაიტანა კიევში.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ მათი ევროკავშირის პრეზიდენტობის ორწლიან პერიოდში, კავშირის თავდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტული იქნება. ბალკანეთის პრობლემა მხოლოდ აშშ არ უნდა მიგვენდო, რადგან კრიზისი ჩვენს კარებთან წარმოქმნა-განმარტა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა 38 კონგრესმენისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც პოლონურ კლუბში არიან გაწევრიანებულნი. საუბრის ძირითადი თემა ავღანისტანი იყო, თუმცა საუბარი არ ყოფილა პოლონური სამხედრო კონტიგენტის გაზრდაზე. ჩვენ ახლახან დავუჭირეთ მხარი - გაიხსენა სიკორსკიმ. საღამოს სიკორსკი ერთ-ერთი სტუმართაგანი იყო კონფერენციაზე მსოფლიო ბანკში, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის ეკონომიკურ წარმატებას. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, ზბიგნევ ბჟეჟინსკი, ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ასევე ლაშეკ ბალცეროვიჩი.
დღეს პოლონელ დიპლომატებს შეხვედრა უნდა ჰქონოდათ ჰილარი კლინტონთან, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა შეიძლება თავისი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში გააგრძელოს და შეხვედრაზე ვერ მივიდეს.