Saturday, January 29, 2011

სომხეთში, გამოქვაბულში ნაპოვნია უძველესი მარანი



An apparent wine press (in front of sign) and fermentation vat (right) emerge during a dig in Armenia.


ფეხით ღვინის დამწურავნი, შესაძლებელია იმ გამოქვაბულში მუშაობდნენ სადაც ტყავის უძველესი ფეხსაცმელი იქნა აღმოჩენილი.

ჯეიმს ოუენ

National Geographic News-თვის

გამოქვეყნდა 2011 წლის 10 იანვარი

ახალი კვლევებით დგინდება, რომ წინარეისტორიულ ხალხთათვის, დღვანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, საკმარისი არ იყო ტყავის უძველესი ფეხსაცმლის დამზადება და ააგეს მსოფლიოს უძველესი მარანი.

მარნის სასაფლაოსთან ახლოს განთავსება გვაფიქრებინებს, რომ მათი ღვინის წარმოება დაკავშირებული იყო გარდაცვლილებთან - და შესაძლებელია მოითხოვდა ფეხსაცმლის გახდას.

მკვლევართა განცხადებით - სოფ. არენის ახლოს, იმავე გამოქვაბულში სადაც აღმოჩენილ იქნა 5500 წლის წინანდელი ტყავის ტყაპუჭი, არქეოლოგებმა გათხრებისას მიაკვლიეს საწნახელს, შესანახ ჭურჭელს, სასმისებს და აგრეთვე გამხმარ ვაზს და წიპწებს.

„ეს არის ღვინის წარმოების უძველესი, ყველაზე უტყუარი მტკიცებულება“ განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCLA) არქეოლოგმა გრეგორი არეშიანმა.

„ჩვენ პირველად გვაქვს ღვინის წარმოების სრული არქეოლოგიური სურათი, რომელიც 6100 წლის წინანდელია“ - განაცხადა მან.

წინარეისტორიული ღვინისწაროების იარაღები პირველად 2007 წელს გამოვლინდა, როდესაც არენი-1 ქვაბულთა კომპლექსში გათხრები დაიწყეს თანადირექტორმა არეშიანმა და სომეხმა არქეოლოგმა ბორის გასპარიანმა.

2010 წლის სექტემბერში დასრულდა განიერი, 60 სანტიმეტრი სიღრმის და 1 მეტრი სიგრძის სათავსოს გათხრები, რომელიც გაკეთებული იყო გამომწვარი თიხის ამაღლებული კიდეებით.

მოწყობილობა გვიჩვენებს, რომ სპილენძის ხანის მეღვინეები ღვინოს ძველი მეთოდით, ფეხით წურავდნენ - განაცხადა არეშიანმა.

დაწურული წვენი გროვდებოდა ჭურჭელში, სადაც მას ფერმენტაციისთვის ტოვებდნენ, განმარტა მან.

არეშიანზე დაყრდნობით, ღვინო შემდეგ გადაქონდათ ქვევრებში - გრილი, მშრალი გამოქვაბული საუკეთესო ადგილია მარნისთვის, იგი თანაავტორია ახალი კვლევისა, რომელიც „არქეოლოგიურ მეცნიერებათა ჟურნალში“ (Journal of Archaeological Science) გამოქვეყნდა ხუთშაბათს.

ღვინის კვლები

იმისათვის რომ დადგენილიყო ჭურჭელსა და ქვევრებში ინახებოდა თუ არა ღვინო, ჯგუგფა თიხის ნაკეთობებს ქიმიური ანალიზი ჩაუტარეს - რადიო კარბონატულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ ჭურჭლი 4100 – 4000 წლისაა.

ქიმიურმა ტესტმა „მალვიდინის“ კვალი აღმოაჩინა, მცენარეული პიგმენტი, რომელიც წითელი ღვინის ფერს განაპირობებს.

„მალვიდინი ჩვენთვის ცნობილი ღვინის საუკეთსო ქიმიური ინდიკატორია“ თქვა არეშიანმა.

უძველესი ღვინოების ექსპერტი პატრიკ ე. მაკგოვერნი, პენსილვანიის მუზეუმის უნივერსიტეტის ბიომოლეკულური არქეოლოგი, ეთანხმება, რომ აღმოჩენილი მოწყობილობები ღვინის დასამზადებლად გამოიყენებოდა.

კიდევ ერთი ნივთიერება რომელიც უფრო გაამყარებს ამ აღმოჩენას, ამბობს მაკგოვერნი, რომელიც კვლევაში არ ყოფილა ჩართული, არის ღვინის მჟავას არსებობა, ყურძნის კიდევ ერთი ქიმიური ინდიკატორი. მალვიდინი შეიძლება მომდინარეობდეს სხვა ადგილობრივი ხილისგან, როგორიცაა ბროწეული.

მალვიდინის, რადიოკარბონატული მონაცემები და ღვინის მჟავის კვალის კომბინაცია საშუალებას მოგვცემს ვთქვათ, რომ „აღმოჩენილი საშუალებები აქამდე ნაპოვნთა შორის ყველაზე ძველია“, თქვა მან.

„ვიცით, რომ მოგვიანებით პატარა ჭურჭელი დაწურული წვენისთვის და ქვევრები ფართოდ გამოიყენებოდა ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში“, აღნიშნა მან.

აღმოჩენილ მარანს ამყარებს დნმ-ი?

მაკგევერნმა აღმოჩენაზე თქვა „მნიშვნელოვანი და უნიკალურია, რადგან ის მიუთითებს ღვინის მასშტაბურ წარმოებაზე, რაც გულისხმობს, მე ვფიქრობ, რომ ვაზი კულტივირებული იყო.“

კულტურული ვაზი უფრო მოსავლიანია ვიდრე ველური და ამიტომაც საჭირო იყო უფრო მეტი საშუალებები ღვინის დასამზადებლად.

მაკგოვერნმა ახსნა ღვინის ქიმიური და არქეოლოგიური მონაცემები და არა მარნის, ვაზი მოიძიება ჩრდილოეთ ირანში რომელიც თარიღდება 7000 წლით - რამდენიმე ათასი წლით ადრე ვიდრე ახალი აღმოჩენაა.

ნათელი დადასტურება იმისა რომ, ღვინის დამზადებისას იყენებნენ მოშინაურებულ ვაზს, იმ ადგილას სადაც დღეს სომხეთი მდებარეობას ადასტურებს კულტივირებული ვაზის ადრეულ დნმ კვლევებს, თქვა მაკგოვერნმა. ეს კვლევები კულტურული ვაზის სამშობლოდ მიუთითებენ სომხეთის მთიანეთზე, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებზე.

მაკგოვერნი - რომლის წიგნი წარსულის გახსნა: ღვინის, ლუდის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ძიება მიყვება ღვინის წარმოშობის კვალს - არენის ყურძენს შესაძლებელია ქონოდა ისეთი გემო როგორიც უძველეს ქართულ სახეობებს, რომელიც მიეკუთვნება Pinot Noir წინაპრებს, რომელსაც მშრალ წითლამდე მივყავართ.

სავარაუდოა, რომ ღვინის შესანახად დამატებულ იქნებოდა ხის ფისი და საბოლოო შედეგი უფრო ემგვანებოდა ბერძნულ რეცინას, რომელსაც დღემდე ხის ფისისგან ამზადებენ.

უძველესი ალკოჰოლის შესწავლისას, დაამატა მან, „მრავალი ღვინის ნიმუშების შესწავლისას ჩვენმა ქიმიურმა ანალიზმა შემადგენლობაში ხის ფისი აჩვენა.“

სასმელის დალევის უძველესი რიტუალები

სანამ სიძველე იდენტიფიცირდება, მოკასინების დროინდელი ღვინო მისტიკას გავს, შესაძლებელი მათი სმის კულტურა დაკავშირებული იყო გარდაცვლილთა საპატივცემულოდ, გვარწმუნებს არაშიანი.

„საწნახლის ირგვლივ აღმოჩნდა 20 სამარხი. აქ სასაფლაო იყო და გამოქვაბულში ღვინის წარმოება დაკავშირებული იყო ამ რიტუალურ ასპექტთან“ ფიქრობს არეშიანი.

აღმოჩენილ იქნა სახასიათო სასმისები, როორც თავად სამარხებში, ასევე მათ ირგვლივ.

როგორც მოგვიანებით უძველესი ღვინის ექსპერტმა მაკგოვერნმა აღნიშნა, დაკრძალვასთან ალკოჰოლის დაკავშირება მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა დადასტურებული.

მაგალითად ძველ ეგვიპტეში, „სამარხთა კედლებზე გამოსახულია ილუსტრაციები თუ რამდენი ამფორა ლუდი და ღვინო იქნა შეწირული ნილოსის დელტიდან მიცვალებულისათვის,“ განაცხადა მაკგოვერნმა.

„ვფიქრობ გამოქვაბული მოშორებითაა დასახლებული ადგილიდან, ამიტომ ის შესანიშნავი ადგილია სასაფლაოსთვის და ასევე ღვინის წარმოებისთვის,“ დაამატა მან. „და თუ ღვინოც იქვე გაქვს წინაპრები ბედნიერები იქნებიან.“

კვლევის ხელმძღვანელმა არეშიანმა თქვა, რომ შემდგომი სამუშაოები მიეძღვნება თუ რა კავშირი იყო სამარხებსა და ღვინისწარმოებას შორის.

ღვინისწარმოება როგორც რევოლუცია

მკვლევართა ჯგუფმა განაცხადა, რომ აღმოჩენა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ღვინის წარმოება წინარეისტორიულ საზოგადოებაში მიგვანიშნებს სოციალურ და ტექნოლოგიურ სიახლეებზე.

მაგალითისთვის, ვაზის გაზრდა მიჩნეულია სრულიად ახალ, მიწათმოქმედების დაწინაურებულ ფორმად, განაცხადა არეშიანმა.

„მათ უნდა შეესწავლათ და შეემეცნათ მცენარის ზრდის ციკლები. მათ უნდა გაეგოთ რამდენი წყალი იყო საჭირო, რა ზომები უნდა მიეღოთ ვაზის სოკოვანი დაავადებების თავიდან ასაცილებლად, და როგორ უნდა მოგვარებულიყო იმ მწერების პრობლემა, რომლებიც ვაზზე ცხოვრობენ.“

„აღმოჩენა გვაძლევს ახალ ცნობებს მებაღეობის უძველეს ფაზაზე - როგორ ახარებდნენ ისენი ხეხილის პირველ ბაღებს და ვაზს,“ დაამატა მან.

არქეოლოგმა ნაომი მილერმა, პენსილვანიის უნივერსიტეტიდან, კომენტირებისას თქვა, რომ „კვების რაციონისა და კულინარიის პერსპექტივიდან, ღვინო აფართოებს საკვების მრავალფეროვნებას.“

„სოციალური პერსპექტივიდან, ალკოჰოლური სასმელი ცვლის საზოგადოებაში ერთმანეთთან ურთიერთობის გზებს,“ განაცხადა მილერმა.

აქვე მომყავს ერთ-ერთი კომენტარი ამ სტატიაზე, რადგან იგი სხვებისგან გამოირჩევა. დანარჩენი კომენტარები სტანდარტული „კარგი სტატიაა“, „საინტერესო აღმოჩენაა“ და ა.შ.

benadam

6:58 PM 12 იანვარი, 2011

ძვირფასო National Geographic, მრავალი წლის განმავლობაში ვიყავი თქვენი პროექტის გულშემატკივარი, მაგრამ ამ სტატიამ, თავისი არაკომპეტენტურობით, ჩემში ღრმა იმედგაცრუება გამოიწვია.

არენის გამოქვაბულში ჩემი ბევრი მეგობარი და კოლეგა მუშაობს, და როგორც მე ვიცი ქვაბის კვლევა ერთობლივად დაიწყო 2007 წელს სომხმა და ირლანდიელმა არქეოლოგებმა, ხოლო მარანი აღმოჩენილ იქნა კორკის უნივერსიტეტის დაფინანსების წყალობით (Cork University, Ron Pinhasi). გახდა რა ბატონი არეშიანი პროექტის ერთ-ერთი თანადირექტორი არასათანადო მანერით გვაწვდის ნახევრად სიმართლეს და დაუდასტურებელ ინფორმაციას თავის ინტერვიუში.
მაინტერესებს, რატომ არ გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია გამოქვეყნებამდე? თქვენ სხვა მხარეებიც უნდა გამოგეკითხათ (სომხური და ირლანდიური). ბატონი არეშიანი ერთადერთი თანადირექტორი არაა და არც ექსპედიციის ხელმძღვანელი.

საუკეთესო სურვილებით
BenAdam

ორიგინალი: http://news.nationalgeographic.com/news/2011/01/110111-oldest-wine-press-making-winery-armenia-science-ucla/

დიდ ბოდიში თუ რომელიმე ტერმინი ან წინადადება ვერ ვთარგმნე სწორად.

Wednesday, December 2, 2009

სიკორსკი საქართველოს აკრიტიკებს

სტატია პოლონური გაზეთიდან "გაზეტა ვიბორჩა" (Gazeta Wyborcza), რომელიც ამა წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნდა.

სიკორსკი საქართველოს აკრიტიკებს

მარჩინ ბოსაცკი, ვოშინგტონი, 04.11.09.

ფრთხილად უნდა იყო, როდესაც რუს სამხედროებს ესვრი, განსაკუთრებით როდესაც 200 დივიზია ყავს, განსაკუთრებით ქართველები - ოთხი ბრიგადით- განაცხადა საგარეოო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ვოშინგტონში

პოლონეთის პირველმა დიპლომატმა, ორშაბათს მონაწილეობა მიიღო დებატებში ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომელიც პრესტიჟულ ბრუკინგსის (Brookings) ინსტიტუტში გაიმართა. მის გარდა მომხსენებლებს შორის იყვნენ ამ პროექტის სხვა თანაავტორებიც - შვეციის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი(Carl Bildt) და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი ბენიტა ფერერო-ვალდნერი (Benita Ferrero-Waldner).
ამერიკელების შეკითხვაზე, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფარგლებში თუ შეეცდებოდნენ არ მომხდარიყო საქართველოს დაშლა რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ომის შემდეგ. სიკორსკიმ, ბილდტმა და ფერერო-ვალდნერმა უპასუხეს, რომ პარტნიორობა სხვა გარემოებებითაა განპირობებული: აღმოსავლეთ მეზობლებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებით, მათთან თავისუფალ ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით და დემოკრატიის მშენებლობაში დახმარების გაწევით.
სიკორსკიმ საკმაოდ მწვავე კომენტარი გააკეთა საქართველოზე. მან ხაზი გაუსვა, რომ იგი ეთანხმება 2008 აგვისტოს ომზე ევროკავშირის ბოლო მოხსენებას, რომ „პრეზიდენტი სააკაშვილი პროვოცირებულ იქნა“ რუსების მიერ, „მაგრამ თავადაც მისცა პროვოცირების საშუალება“. და აქვე დაამატა: - დიპლომატია ვერ მოგვცემს მას, რაც ომის შედეგათ იქნა დაკარგული. აფხაზეთის და ოსეთის გაკვეთილიდან ვისწავლეთ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა რუს სამხედროებს ესვრიან, როცა 200 დივიზია ყავს, განსაკუთრებით ქართველები - ოთხი ბრიგადით.
პოლონეთის პირველმა დიპლომატმა დაამატა, რომ „ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ გაიგო, რომ თუ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას“. განმარტა, რომ უკრაინა არც ისე ძალიანაა დაინტერესებული პოსტულატებით, რომლებიც ზაფხულში გერმანიის მთავრობამ ჩაიტანა კიევში.
სიკორსკიმ განაცხადა, რომ მათი ევროკავშირის პრეზიდენტობის ორწლიან პერიოდში, კავშირის თავდაცვითი პოლიტიკა პრიორიტეტული იქნება. ბალკანეთის პრობლემა მხოლოდ აშშ არ უნდა მიგვენდო, რადგან კრიზისი ჩვენს კარებთან წარმოქმნა-განმარტა მან.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა 38 კონგრესმენისგან შემდგარ ჯგუფს, რომლებიც პოლონურ კლუბში არიან გაწევრიანებულნი. საუბრის ძირითადი თემა ავღანისტანი იყო, თუმცა საუბარი არ ყოფილა პოლონური სამხედრო კონტიგენტის გაზრდაზე. ჩვენ ახლახან დავუჭირეთ მხარი - გაიხსენა სიკორსკიმ. საღამოს სიკორსკი ერთ-ერთი სტუმართაგანი იყო კონფერენციაზე მსოფლიო ბანკში, რომელიც მიეძღვნა პოლონეთის ეკონომიკურ წარმატებას. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, ზბიგნევ ბჟეჟინსკი, ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, ასევე ლაშეკ ბალცეროვიჩი.
დღეს პოლონელ დიპლომატებს შეხვედრა უნდა ჰქონოდათ ჰილარი კლინტონთან, მაგრამ სახელმწიფო მდივანმა შეიძლება თავისი ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში გააგრძელოს და შეხვედრაზე ვერ მივიდეს.